Belive

მსოფლიო თასის გამარჯვებული დინამო თბილისში - წყალბურთის კლუბმა გამოცდილი ლეგიონერი დაიმატა 

3 წლის წინ სხვა
1 წთ
წყალბურთის კლუბ "დინამო თბილისს" საინტერესო ახალწვეული ჰყავს, გუნდმა გამოცდილი ლეგიონერი დუშან ვაშიჩი დაიმატა. სერბი წყალბურთელი სხვადასხვა დროს თამაშობდა ისეთ კლუბებში, როგორებიც "ვოივოდინა", "ფლორენცია", "პანათინაოიკოსი" და "ცრვენა ზვეზდაა". 27 წლის წყალბურთელმა სერბეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო თასის გამარჯვებაც მოახერხა. დუშან ვაშიჩი საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს და 1 წლის შემდეგ ეროვნულ გუნდშიც ითამაშებს. "დინამო თბილისი" 2019/20 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონი გახდა და შემოდგომაზე ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლას დაიწყებს.

სხვა სტატიები