Belive

მსოფლიოს საუკეთესო მეკარეები ჩეხს დაემშვიდობნენ

5 წლის წინ სხვა
1 წთ
ლეგენდარულმა ჩეხმა კიპერმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. პეტერ ჩეხის მტკიცებით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ იგი პროფესიონალურ საფეხბურთო კარიერას დაემშვიდობება. ლონდონის "ჩელსის" რიგებში გატარებული არაერთი ბრწყინვალე სეზონის შემდეგ, ჩეხი "არსენალს" შეუერთდა. ჩრდილო ლონდონურ კლუბში, ჩეხი უკანასკნელ სეზონს ატარებს. ტიტულოვანი კიპერის განცხადებას მსოფლიოს საუკეთესო მეკარეები გამოეხმაურნენ.

იკერ კასილასი 

"ჩემი პატივისცემა პეტერ ჩეხს, ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს, რომელიც ოდესმე მინახავს."

დავიდ დე ხეა

უდავოდ, პრემიერლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე. მოგვენატრები!!"

ტიბო კურტუა

"გამორჩეული კოლეგა იყავი, მეგობარი და მისაბაძი როგორც პერსონალურად ჩემთვის - აგრეთვე ყველა მეკარისათვის."

ედვინ ვან დერ სარი

დიდებული კარიერა, რომელსაც ყველასგან დამსახურებული აღიარება მოჰყვა. მიიღე სიამოვნება კარიერის უკანასკნელი თვეებით, შევხვდებით მოედნის მიღმა."

სხვა სტატიები