Belive

მწვრთნელები, რომლებმაც 21-ე საუკუნეში ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს

2 წლის წინ სხვა
2 წთ
გერმანულმა სტატისტიკურმა კომპანია Transfermarkt-მა, ფეხბურთის იმ მთავარი მწვრთნელების სია გამოაქვეყნა, რომელთაც 21-ე საუკუნეში სატრანსფერო საქმიანობაში ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს. 2021 წლის ზაფხულის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ "პარი სენ-ჟერმენმა" რამდენიმე სუპერვარსკვლავი, თანაც მათი უმეტესობა უსასყიდლოდ გააფორმა, ისეთები, როგორებიც ლიონელ მესი, სერხიო რამოსი, ჯანლუიჯი დონარუმა, ჟორჟინიო ვინალდუმი და აშრაფ ჰაკიმი, რაც როგორც ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სატრანსფერო ფანჯარა, ისე შეფასდა. ამ ყველაფრის შემდეგ, კიდევ უფრო საუკეთესოა, თუ რომელმაც მენეჯერებმა გაიღეს ყველაზე დიდძალი თანხა საკუთარი შემადგენლობის გასაძლიერებლად, მიმდინარე საუკუნის ფარგლებში. ამ კომპონენტში თავიანთ კოლეგებს შორის ის სამეული ლიდერობს, რომელიც ფეხბურთის ბევრი გულშემატკივრის აზრით, არამხოლოდ ამ კუთხით, სპორტის ამ სახეობის თანამედროვე რეალობაში საუკეთესოც კია. ყველაზე გულუხვი მწვრთნელების სიას ჟოზე მოურინიო ლიდერობს, რომელმაც სხვადასხვა კლუბებში მუშაობის პერიოდში 104 ახალი კონტრაქტი გააფორმა და მათ სანაცვლოდ კლუბს მილიარდ 76 მილიონი ევრო გააღებინა. მეორე პოზიციას "განსაკუთრებულის" მუდმივი მეტოქე, პეპ გვარდიოლა იკავებს. 67 კონტრაქტის გასაფორმებლად ესპანელმა სპეციალისტმა თავის სამ სხვადასხვა კლუბს მილიარდ 59 მილიონი ევრო გააღებინა. სამეულს კარლო ანჩელოტი ასრულებს. მადრიდის "რეალში" დაბრუნებულმა მწვრთნელმა 2000 წლის შემდეგ თავის გუნდში ახალი ფეხბურთელი 88-ჯერ დაიმატა და ყველა ეს ფინანსური ოპერაცია მისი კლუბის ხელმძღვანელებს საერთო ჯამში მილიარდ 37 მილიონი დაუჯდათ. ათკაციან ნუსხაში ასევე მანუელ პელეგრინი, მასიმილიანო ალეგრი, დიეგო სიმეონე, ანტონიო კონტე, არსენ ვენგერი, ერნესტო ვალვერდე და უნაი ემერი არიან.

21-ე საუკუნეში ტრანსფერებში ყველაზე მეტი თანხის დამხარჯველი მწვრთნელების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

სხვა სტატიები