Belive

მწვრთნელების ახალი ტალღა პრემიერლიგიდან

5 წლის წინ სხვა
4 წთ

ფრენკ ლამპარდი

ლეგენდარულმა ინგლისელმა ნახევარმცველმა 2017/18 წლების სეზონის მიწურულს ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარი „დერბი ქაუნთი“ ჩაიბარა. გუნდმა ბოლო სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულა და პრემიერლიგაში გადასასვლელი პლეი-ოფი „ფულჰემთან“ დათმო. ლამპარდმა კარიერის უმეტესი ნაწილი ლონდონის „ჩელსიში“ გაატარა, სადაც აბსოლუტური რეკორდსმენია გატანილი გოლების რაოდენობით. “სტემფორდ ბრიჯზე“ გატარებული 13 სეზონის შემდეგ, იგი “ჩელსის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია: მან მეტოქეთა კარი  211-ჯერ აიღო. ლამპარდის სამწვრთნელო კარიერა „ლიდს იუნაიტედთან“ 1:4 მარცხით დაიწყო, მაგრამ შემდეგ ქალაქური დერბი მოიგო „რედინგთან“ დრამატულ მატჩში 2:1.  მართალია, ორი მატჩით არ შეიძლება მწვრთნელის შეფასება, მაგრამ „ჩელსის“ ლეგენდას აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება და ტაქტიკური განსწავლულობა, რომ მომავალი წარმატებებით გაანებივროს მისი პირადი გულშემატკივრები.  

პატრიკ ვიეირა

41 წლის პატრიკ ვიეირა, რომელმაც საუკეთესო წლები „არსენალში“ გაატარა,  სამწვრთნელო კარიერა ოკეანის გაღმა „ნიუ იორკ სიტიში“ დაიწყო. მის მომავალს „არსენალს“ და „სენტ-ეტიენს“ უკავშირებდნენ, მაგრამ ფრანგი ყოფილი საყრდენი საბოლოოდ „ნიცას“ წინადადებას დათანხმდა. ნიუ იორკში მუშაობისას 91 თამაშიდან ფრანგის გაწვრთნილმა გუნდმა 40 მოიგო, 23-ჯერ დაზავდა მოწინააღმდეგესთან და 28-დან დამარცხებულმა დატოვა მოედანი. ვიეირას საფეხბურთო ინტელექტი ნებისმიერ კოლექტივში ჩანდა, სადაც მას ბურთი უგორებია. „ნიცაში“ მასზე დიდ იმედებს ამყარებენ და შარშანდელი მე-8 ადგილი ლიგა 1-ში ნამდვილად არ ახარებთ მის მესვეურებსა და გულშემატკივრებს, ასე რომ, პატრიკისგან მხოლოდ და მხოლოდ წინსვლას ელოდებიან  

რაიან გიგზი

44 წლის უელსელმა, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდაა, მან საყვარელ კლუბში სამწვრთნელო კარიერა 2014 წელს დაიწყო,  2018 წლიდან კი მშობლიურ ნაკრებს ჩაუდგა სათავეში. რაიან გიგზს, სანაკრებო კარიერაში 64 მატჩი აქვს გამართული და „წითელი დრაკონების“ მაისურით 12 გოლი აქვს გატანილი. მისი წლიური ხელფასი 300 000 გირვანქა სტერლინგი იქნება. ლეგენდარული გარემარბის დაგროვილი გამოცდილება აშკარად გამოადგება უელსელებს, რომლებმაც კარგი შემადგენლობის მიუხედავად ვერ შეძლეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა.

სტივენ ჯერარდი

„ლივერპულის“ ლეგენდა და ყოფილი კაპიტანი სტივენ ჯერარდი მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ მერსისაიდული კლუბის ახალგაზრდულ კოლექტივს ჩაუდგა სათავეში. გამოცდილების არქონას მისთვის ხელი არ შეუშლია ისეთ ამბიციურ კლუბს ჩასდგომოდა სათავეში როგორიც გლაზგოს „რეინჯერსია“. შოტლანდიელებმა მას 4 წლიანი კონტრაქტი და სრული ნდობა შესთავაზეს. ჯერარდს სამწვრთნელო კარიერის მშვენიერი დასაწყისი აქვს, 10 თამაშიდან 6 მოიგო და 4 ფრედ დაამთავრა. ამ თამაშების განმავლობაში გლაზგოელები არასოდეს ყოფილან მდევრის როლში და ამ სტაბილური თამაშით მათ ევროპალიგის პლეიოფს მიაღწიეს. წარმატებული დასაწყისი ნამდვილად იძლევა იმის იმედს, რომ „ლივერპულის“ ყოფილი 8-იანს საინტერესო სამწვრთნელო კარიერა ელის.  

ტიერი ანრი

ლეგენდარულ ფრანგ თავდამსხმელს საუკეთწესო წლები „არსენალის“ და „ბარსელონას“ რიგებში აქვს გატარებული, სადაც მრავალი ტიტული  აქვს მოპოვებული. ანრის სანაკრებო კარიერაც ძალიან წარმატებული  ჰქონდა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონობა სახუმარო ამბავი ნამდვილად არაა. ტიერიმ მწვრთნელობა ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის - მარკ ვილმოტსის ასისტენტობით დაიწყო, მუნდიალზე „წითელმა ეშმაკებმა“ ნახევარფინალამდე მიაღწიეს და ბრინჯაოს მედლებიც დაისაკუთრეს, რაც ნამდვილად ანრის აქტივშიც უნდა მივათვალოთ, საკლუბო კარიერის განვითარებას კი ერთად ვადევნოთ თვალი ლიგა 1-ის ბორდოში.  

სხვა სტატიები