Belive

მუჰამედ ალის შვილიშვილმა პირველი ბრძოლა ნოკაუტით მოიგო

2 წლის წინ სხვა
1 წთ

ლეგენდარული მუჰამედ ალის შვილიშვილმა - ნიკო ალი უოლშმა პირველი პროფესიონალური ბრძოლა ნოკაუტით მოიგო. 21 წლის მოკრივემ ჯორდან უიკსი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

"დღევანდელი გამარჯვებით, აღტაცებული ვარ. დალოცვილი და სიამაყით აღსავსე ვარ, რადგან ისტორიის გაგრძელება შევძელი. ყველა ჩემს გულშემატკივარს უდიდეს მადლობას ვუხდი. კარიერის განმავლობაში გამართულ პირველ პროფესიონალურ ბრძოლაში, პირველად და უკანასკნელად მუჰამედ ალის შორტი მოვირგე. სიამაყით შემიძლია განვაცხადო: მემკვიდრეობა გრძელდება", - აღნიშნა ნიკო ალი უოლშმა.
 
View this post on Instagram
 

A post shared by Nico Ali Walsh (@nicoaliwalsh)

სხვა სტატიები