Belive

ნაგოია ბაშო - ტოჩინოშინის ხვალინდელი მეტოქე ცნობილია

4 წლის წინ სხვა
1 წთ
ცნობილი გახდა იმ მეტოქის ვინაობა ვისაც ტოჩინოშინი ნაგოია ბაშოს რიგით მეოთხე დღეს დაუპირისპირდება, ეს დასავლეთის მესამე მაეგაშირა დაიეიშოა. აქამდე ეს ორი რიკიში ერთმანეთს 7-ჯერ შეხვდნენ საიდანაც 6 შემთხვევაში გამარჯვება ტოჩის დარჩა. აქამდე ჩატარებულ 2 ბრძოლაში ტოჩინოშინს ორი მარცხი აქვს, ენდოსთან და შოდაისთან ხოლო დაიეიშოს თითო მოგება მარცხი აქვს, მეისეისთან და იჩინოჯოსთან. დღეს ტოჩინოშინი კომუსუბი რიუდენს ხოლო დაიეიშო მეხუთე მაეგაშირა კოტოშოგიკუს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები