Belive

ნაგოია ბაშო - ტოჩინოშინის პირველი ორი მეტოქე ცნობილია

4 წლის წინ სხვა
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ კვირას, ნაგოიაში წლის რიგით მეოთხე, ნაგოია ბაშო აიღებს სტარტს. ცნობილი გახდა პირველი ორი მეტოქის ვინაობა ვისაც ჩენი ოძეკი ტოჩინოშინი დაუპირიპირდება. პირველ დღეს ტოჩის მეტოქე დასავლეთის მეორე მაეგაშირა ენდო იქნება, ვისთანაც ჯერჯერობით უარყოფითი ბალანსი 5-4-ზე გვაქვს. ენდომ წინა ბაშო მინიმალური უარყოფითი ბალანსით 7-8-ით დაასრულა და მხოლოდ ნახევარი საფეხურით დაქვეითდა. აბისთან შეხვედრით დაუბრუნდება სუმოს ჰაკუჰო, ხოლო მოქმედი ჩემპიონი ასანოიამა გოეიდოს დაუპირისპირდება, კაკურიუს მეტოქე კომუსუბი რიუდენი იქნება. მეორე დღეს ჩვენი ფალავანი აღმოსავლეთის მესამე მაეგაშირა შოდაის დაუპირისპირდება, რომელმაც წინა ბაშოზე 10-5-ზე ბალანსით იასპარეზა და ბანძუკეში შესამჩნევი დაწინაურებაც მიიღო. სამწუხაროდ ჯერჯერობით შოდაისთანაც უარყოფითი ბალანსი 7-8-ზე გვაქვს. ამავე დღეს ჰაკუჰო ასანოიამას, გოეიდო აბის ხოლო კაკურიუ ჰოკუტოფუჯის შეხვდება. რაც შეეხება გაგამარუს, ჯურიოს დივიზიონის მეორე ნომრის პირველი მეტოქე მაკუუჩიდან დაქვეითებული იშიურა იქნება, რომელიც ასევე მეორე ჯურიოა. ნაგოია ბაშო 7-21 ივლისს, ნაგოიას "დოლფინს არენაზე" გაიმართება.

სხვა სტატიები