ნაკრებიდან პირდაპირ იტალიაში – ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში ჩაფრინდა

ცნობილი იტალიური გამოცემებისა და Live.ge-ს წყაროს დაყრდნობით, ხვიჩა კვარაცხელიამ სანაკრებო შეკრება დატოვა და ნეაპოლში გაემგზავრა.

სოციალურ ქსელ “Twitter”-ში, 30 მარტს, მთელი დღის განმავლობაში აქტიურად დაიწყო საუბარი, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი “ნაპოლიში” ძალიან მალე შედგება.

იტალიური გამოცემები დღეს, დღის განმავლობაში ძალიან აქტიურად წერენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიასა და ნეაპოლურ კლუბს შორის კონტრაქტის პირობები თითქის შეთანხმებულია და ტრანსფერისთვის მხოლოდ იურიდიული დეტალებია შესათანხმებელი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ “რუბინი” დატოვა და სეზონის ბოლომდე ბათუმის “დინამოში” ითამაშებს.

 

ინფორმაცია განახლებადია…

ნაკრებიდან პირდაპირ იტალიაში – ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში ჩაფრინდა

სტატიის ავტორი
-