Belive

ნაცუ ბაშოს ორი გოლიათი მოეხსნა!

4 წლის წინ სხვა
1 წთ
ტოკიოს რიოგოკუ კოკუგიკანის სასახლეში მიმდინარე მაისის ანუ ნაცუ ბაშოს ორი გოლიათი გამოაკლდა, ესენი არიან - სეკივაკე იჩინოჯო, რომელსაც საწყისი დღეებიდან ტრავმა აწუხებს და ბრაზილიელი მებრძოლი კაისეი. შეგახსენებთ, რომ იჩინოჯო და კაისეი ყველაზე მძიმეწონოსანი მებრძოლები გახლდნენ. მომდევნო ბაშოზე სუმოს მამები მათ რეიტინგში საკმაოდ დააქვეითებენ. გასულ ბაშოზე იჩინოჯო ვიცე ჩემპიონი გახდა 14 მოგებითა და 1 მარცხით, ეს უკანასკნელი მან ქართველი მებრძოლის წინააღმდეგ იწვნია, ტოჩინოშინმა მიმდინარე ბაშოს რიგით მე-6 დღესაც შეძლო და სეკივაკე იჩინოჯო კიდევ ერთხელ დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი მონღოლ იოკოძუნა კაკურიუსთან ერთად დაუმარცხებლად ასპარეზობს. Live.ge ტრადიციულად ყოველდღიურად გთავაზობთ ჯურიოსა და მაკუუჩი დივიზიონების პირდაპირ რეპორტაჟს, 11:00 საათიდან კი თქვენ გაქვთ საშუალება უყუროთ სუმოს ქართული კომენტირებით Live.ge-ის ფეისბუქ გვერდზე.

სხვა სტატიები