Belive

ნაცუ ბაშოზე ნანატრი ბრძოლა შედგება - ტოჩის ხვალინდელი მეტოქე ცნობილია!

4 წლის წინ სხვა
1 წთ
გაირკვა იმ მეტოქის ვინაობა ვისაც ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოს რიგით მე-13 დღეს დაუპირისპირდება. ეს დასავლეთის მერვე მაეგაშირა და ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი ასანოიამაა. 25 წლის რიკიში ბაშოს 10-1-ზე ბალანსით ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილს 9-2 ზე ბალანსით ტოჩინოშინი და იოკოძუნა კაკურიუ იყოფენ. ტოჩი ასანოიამას აქამდე ერთხელ 2017 წლის კიუშუ ბაშოზე შეხვდა და მეტოქე დაამარცხა. ასანოიამა დღეს მონღოლ მაეგაშირა ტამავაშის დაუპირისპირდება, ხოლო ტოჩის მეტოქე მეშვიდე მაეგაშირა მეისეი იქნება. ხვალვე იოკოძუნა კაკურიუს მეტოქე ოძეკი ტაკაიასუ იქნება. ნაცუ ბაშოს პირდაპირ ტრანსლაციას დილის 11:00 საათიდან LIve.ge-ს ფეისბუქ გვერდზე შეგიძლიათ მიადევნოთ თვალი.

სხვა სტატიები