Belive

Netflix-ი ნეიმარის შესახებ დოკუმენტურ სერიალს გადაიღებს | VIDEO

2 წლის წინ სხვა
2 წთ
Netflix-ი "პსჟ-ს" ვარსკვლავის, ნეიმარის შესახებ სამნაწილიან დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს, რომელშიც ბრაზილიელი შემტევის "სანტოსიდან" დღევანდელ დღემდე განვლილი კარიერა იქნება ასახული და მისი ცხოვრება როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა გამოჩნდება. "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი მოთამაშეა და რა თქმა უნდა, მის შესახებ აზრი იყოფა - მას როგორც გულშემატკივრები, ისე მოძულეებიც ჰყავს. 29 წლის ფეხბურთელის პროფილი საინტერესოა როგორც მისი კარიერული გზით, ისე მოედნის ფარგლებს გარეთ და გულშემატკივრებს ამ ყველაფრის დოკუმენტურ ფილმში ნახვის შესაძლებლობა მიეცემათ. სამივე ეპიზოდი Netflix-ზე 25 იანვარს აიტვირთება, იქამდე კი დაინტერესებულ ადამიანებს თრეილერის ხილვა შეუძლიათ, რომელიც ამერიკულმა კინო-კომპანიამ უკვე გაასაჯაროვა.
ნეიმარის ტრავმები ხშირად განხილვის საგანი ხდება, კონკრეტულად კი ის არის თუ არა მისი დაზიანებები რეალური. იგი ამჟამადაც, ნოემბერში მიღებული დაზიანების გამო ტრავმირებულია და ფრანგული გრანდის დახმარებას ვერ ახერხებს. ნეიმარს კარიერის განმავლობაში არაერთი ტიტული აქვს მოგებული, მათ შორის ესპანეთისა და საფრანგეთის ჩემპიონობა, ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და კოპა ამერიკა. მასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვების მიუხედავად, ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მარჯვენა მცველმა, კაფუმ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ მისი თანამემამულე ტექნიკურად უკეთესი მოთამაშეა, ვიდრე ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ.

სხვა სტატიები