Belive

ნეტფლიქსი კონორ მაკგრეგორზე დოკუმენტურ ფილმს იღებს

5 წლის წინ სხვა
1 წთ
"ნეტფლიქსი" ისტორიული ორთაბრძოლის შესახებ ახალ დოკუმენტურ ფილს იღებს.  კონორ მაკგრეგორისა და ფლოიდ მეივეზერის დაპირისპირება 2017 წლის 26 აგვისტოს შედგა. როგორც კონორის მწვრთნელი, ჯონ კავანა ამბობს, სამ ნაწილიანი დოკუმენტური ფილმი მალე ხელმისაწვდომი იქნება. "ნეტფლიქსი იმედია ფილმს მალე გამოუშვებს. სამ ნაწილიანი ფილმი მაყურებლისთვის საინტერესო იქნება. ფილმში არა მხოლოდ მეივეზერსა და კონორზე იქნება საუბარი, არამედ ნაჩვენები იქნება სპარინგ სესია მაკგრეგორსა და ამერკელ მოკრივე პოლ მალინაჯს შორის" - განაცხადა ჯონ კავანამ. "კონორი კარგად იყო მომზადებული. მან ხუთი რაუნდი იბრძოლა, თუმცა მეექვსე რაუნდში ძალა აღარ ეყო. ის ენერგიის დაზოგვის მიზნით ლაპარაკისგანაც თავს იკავებდა" - აღნიშნა პოლ მალინაჯმა. კონორ მაკგრეგორი ფლოიდ მეივეზერთან დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ამერიკელ მოკრივეს 50 წაუგებელი შეხვედრა ჰქონდა. ორივე სპორტსმენისა და ზოგადად სპორტის მოყვარულები "ნეტფლიქსის" ახალ ფილმს მოუთმენლად ელოდებიან.

სხვა სტატიები