Belive

NFL-ის ლეგენდა და სუპერ ბოულის 7-გზის ტრიუმფატორი კარიერას ასრულებს

2 წლის წინ სხვა
2 წთ

NFL-ის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა და ლეგენდარულმა მოთამაშემ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. 44-წლის ტომ ბრედის 22-სეზონიანი ტრილერი დასასრულს მიუახლოვდა - "ნიუ ინგლენდ პატრიოტსისა" და "ტამპა ბეი ბუკანერსის" ლეგენდარული ქუოტერბექი სუპერ ბოულის 7 ტიტულით გვემშვიდობება. "ნიუ ინგლენდ პატრიოტსის" რიგებში, ტომ ბრედიმ 6 ტიტულის მოგება შეძლო, რის შემდეგაც "ტამპა ბეის შეუერთდა" და რიგით მეშვიდე ტიტულს დაეუფლა. ბრედის გასაოცარი მიღწევების აქტივს, NFL-ის სეზონის MVP-ის 3 და სუპერ ბოულის MVP-ის 5 ტიტული ამშვენებს. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში, ბრედი აღნიშნავს, რომ უმძიმესი მაგრამ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო.

"ყოველთვის მჯეროდა, რომ NFL-ი შენგან მაქსიმუმს ითხოვს. თუ არ შეგიძლია, რომ იყო მუდამ კონკურენტუნარიანი და 100%-ით იდეალურად უმკლავდებოდე შენზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას, მაშინ NFL-ში წარმატებას ვერ მიაღწევ. წარმატება კი არის ის, რაც ძალიან მიყვარს". "ჩემი პროფესიონალური კარიერა საკმაოდ ამაღელვებელი გამოდგა, რომელშიც მრავლად იყო აღზევება და დაცემა. როდესაც ყოველდღიურად ამ სპორტით ცხოვრობ, დასასრულზე ნამდვილად არ ფიქრობ. მქონდა პრივილეგია გვერდიგვერდ ვმდგარიყავი და ასევე მეასპარეზა ლეგენდარული მწვრთნელებისა და მოთამაშეების წინააღმდეგ. უამრავი მედგარი დაპირისპირება გვქონდა - ზუსტად ისეთი, როგორიც გვიყვარს. ეს მოგონებები ყოველთვის მემახსოვრება - განვლილ წლებს ხშირად გავიხსენებ. ვფიქრობ, რომ მსოფლიოში ყველაზე იღბლიანი ადამიანი ვარ", - აღნიშნა ტომ ბრედიმ.
ლეგენდის განცხადებას, "ნიუ ინგლენდისა" და "ტამპა ბეის" წარმომადგენლები გამოეხმაურნენ, რომლებიც ბრედის დაემშვიდობნენ და მადლობა გადაუხადეს.