Belive

ნიკა ნინუა: "დინამოსთვის მისაღები შედეგი მხოლოდ პირველობაა"

4 წლის წინ სხვა
4 წთ
კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიოში საფეხბურთო ცხოვრება თითქმის მთლიანად შეჩერდა. გამონაკლისი არც საქართველოა, სადაც ორი ტურის დაწყებული ეროვნული ლიგა შეწყდა. იძულებითი პაუზა, გუნდებს ცხადია ტონუსის აკრეფასა და ფორმაში შესვლაში ხელს შეუშლის. შეიცვლება ფეხბურთელების ცხოვრების წესიც. ამ და სხვა თემების შესახებ "დინამო თბილისის" კაპიტანმა ნიკა ნინუამ Live.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა. კორონავირუსმა საფეხბურთო ცხოვრება შეცვალა. ეს შენს ყოველდღიური რუტინაზეც იმოქმედებდა. რა თქმა უნდა, ყოველდღიური რეჟიმი შეიცვალა, თუმცა ვცდილობ სახლის პირობებში მაქსიმალურად ვივარჯიშო. ინდივიდუალურად ვვარჯიშობ, ვცდილობ ფორმა შევინარჩუნო. ჩემპიონატი მხოლოდ 2 ტურის დაწყებული იყო და გუნდები სათანადო კონდიციებში არ იყვნენ. იძულებითი პაუზა ალბათ მათ ფორმაში შესვლაში ხელს შეუშლის. ცხადია, ეს პაუზა ფეხბურთელებსა და გუნდებზე იმოქმედებს. სეზონი სულ რაღაც ორი ტურის დაწყებული იყო და გუნდები სათამაშო ფორმას ნელ-ნელა კრეფდნენ, ახლა კი ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევთ. როცა ჩემპიონატი განახლდება, ორმაგი და სამმაგი დატვირთვით შრომა მოგვიწევს.  
FB_IMG_1585399939605
როგორია მდგომარეობა უშუალოდ დინამოში, სადაც წინა სეზონის შემდეგ ბევრი ცვლილებაა. რა განწყობაა გუნდში? წელს კარგი გუნდი ვართ და ძლიერი ფეხბურთელები გვყავს. ჯერჯერობით არ ვართ სრულად შეთამაშებულნი, მაგრამ პირველ მატჩებში ბევრი რამ გამოჩნდა, რომელზე სწორი მუშაობითაც მალე გუნდი სათანადო ფორმაში შევა. "დინამო თბილისის" მიზანი ყოველთვის პირველი ადგილია. გამონაკლისი არც წლევანდელი წელია. მიზნად ტიტულის დაცვა და ევროტურნირებზე ჯგუფში მოხვედრა გვაქვს.
სეზონის პირველი გოლი შენს ანგარიშზეა, რომელიც ბათუმის "დინამოს" ბოლო მატჩში გაუტანე და განსაკუთრებულადაც აღნიშნე. რას იტყვი ერთ-ერთ კონკურენტთან შეხვედრაზე? დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით და რეალიზება ვერ მოვახერხეთ, სანაცვლოდ თავად გავუშვით, ამის მერე გატანილი გოლი კი განსაკუთრებულად ემოციური იყო. რაც შეეხება აღნიშვნას, ეს იმ ადამიანებს ეხებათ, რომლებსაც ჩემს თამაშზე კითხვის ნიშნები ჰქონდათ. წინ მთელი სეზონია, რომელიც იმედი გვაქვს მალე განახლდება. რომელ გუნდებს მიიჩნევ ტიტულისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტებად? ყველა გუნდი ანგარიშგასაწევია, თუმცა განსაკუთრებით რთული მეტოქეები ბათუმის "დინამო", "საბურთალო" და "ლოკომოტივია". ზამთარში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბევრი შეთავაზება გქონდა. რეალურად რა მდგომარეობა იყო ამ მხრივ და რატომ გადაწყვიტე "დინამოში" დარჩენა? შემოთავაზება ნამდვილად იყო, თანაც სხვადასხვა ჩემპიონატის რამდენიმე კლუბისგან. თუმცა, ამ საკითხზე კლუბის პრეზიდენტ რომან ფიფიასთან ერთად ვიმსჯელე და გადავწყვიტე, რომ "დინამოში" დარჩენა ყველაზე კარგი ვარიანტი იყო. წინ ჩემპიონთა ლიგა გველის და მინდა ევროტურნირებზე "დინამოსთან" ერთად ვითამაშო, მომავალში კი შეიძლება უკეთესი შეთავაზებაც გამოჩნდეს.
23 თებერვალს, დინამო თბილისმა საბურთალოს წინააღმდეგ არატრადიციული, შავი ფერით ითამაშა. საქართველოს ჩემპიონმა, 23 თებერვალს რუსეთის წითელ არმიასთან ბრძოლაში ღირსეულად დაღუპულ ქართველ იუნკერებს პატივს მიაგო, ფეხბურთელებს კი მაისურზე, მკერდთან იუნკერთა გმირულად გარდაცვლილ მეთაურთა გვარები ჰქონდათ ამოტვიფრული
წინა სეზონში არაერთი ლამაზი გოლი გაიტანე, მათი უმეტესობა სტანდარტული მდგომარეობიდან. საჯარიმოს შესრულების განსაკუთრებული ტაქტიკა გაქვს? რომელ ფეხბურთელს მიიჩნევ ამ საქმეში საუკეთესოდ? არა, არაფერი განსაკუთრებული. უბრალოდ, დარტყმის ჩემეული სტილი მაქვს, რომლის განვითარებაზეც ბევრს ვვარჯიშობ. ჩემი აზრით, საჯარიმოს ყველაზე კარგად ფეხბურთის ისტორიაში დევიდ ბექემი და ლიონელ მესი ასრულებენ. ბავშვობაში რომელ გუნდს გულშემატკივრობდი და ვინ არის შენთვის იდეალური ფეხბურთელი? მადრიდის "რეალს", ფეხბურთელი კი კრიშტიანუ რონალდუ.

სხვა სტატიები