გავიხსენოთ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მომენტი ნიკი ლაუდას კარიერაში (ვიდეო)

ნიკი ლაუდა “ფორმულა 1”-ის პროფესიონალური მრბოლელი გახლდათ. მან 1975, 1977 და 1984 წლებში საჩემპიონო ტიტული მოიპოვა.

ლაუდა ფერარისა და მაკლარენის ბოლიდებით ასპარეზობდა. მისი ტრაგიკული ისტორია მსოფლიო მასშტაბითაა ცნობილი. 1976 წელს ნიურბურგრინგში ასპარეზობის დროს ლაუდას საშინელი ავარია მოუვიდა, მისი ბოლიდი დაიწვა და სამწუხაროდ, თავად მრბოლელსაც სერიოზული ზიანი მიადგა – სხეულის უმძიმეს დამწვრობასთან ერთად მან ძალიან დიდი ოდენობის ტოქსიკური აირები ჩაისუნთქა და ფილტვების უმძიმესი დაზიანებაც აღენიშნობოდა.

საბედნიეროდ ლაუდას სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნა, მეტსაც გეტყვით, ავარიის შემდგომ წლებში მან 2-ჯერ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.

აქვე გეტყვით, რომ დღეს, 21 მაისს, ლეგენდარული ნიკი ლაუდა 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გთავაზობთ ავარიის კადრებს.

(15206)

სტატიის ავტორი
-