Belive

ნიკი ლაუდა საავადმყოფოში გადაიყვანეს!

5 წლის წინ სხვა
1 წთ
ფორმულა 1-ის სამგზის ჩემპიონი და ამ სპორტის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, ნიკი ლაუდა ამ წუთებში ვენის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ლეგენდარულმა სპორტსმენმა 4 თვის წინ ფილტვი გადაინერგა და წყაროს ინფორმაციით საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზი სწორედ ფილტვია. "ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, თუმცა უახლოეს საათებში ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით" - განაცხადა ლაუდას მკურნალმა ექიმმა. მან ფილტვი, აგვისტოში გადაინერგა და ექიმების განცხადებით, რომ არა მაშინდელი სასწრაფო ოპერაცია, ლაუდა დაახლოებით 7 დღეს იცოცხლებდა. ლეგენდარული მრბოლელი ამჟამად, მერსედეს F1-ის საპატიო პრეზიდენტია, იგი ფორმულა 1-ის სამგზის გამარჯვებულია, ორჯერ ტიტული ფერარისთან ერთად მოიგო, ერთხელ კი მაკლარენის რიგებში გახდა საუკეთესო. 1976 წელს, ნიკი ლაუდამ გერმანიის ტრასაზე სახის სერიოზული დამწვრობა მიიღო და უმძიმესი ტრავმიდან 40 დღეში უკვე იტალიის ტრასაზე გამოდიოდა.

სხვა სტატიები