ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის ფინალშია!

1.48K
ნახვა

ახალი კვირიდან გერმანიაში სტარტი აიღო ჰამბურგის 500-ქულიანმა ტურნირმა, სადაც მოქმედი ჩემპიონი ნიკოლოზ ბასილაშვილია.

ნიკას ჰამბურგის ასპარეზზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს – მან უნდა დაიცვას გასულ წელს მოპოვებული 500 ქულა.

პირველი სამი რაუნდის საკმაოდ დამაჯერებლად და წარმატებულად დაძლევის შემდეგ, 1/2-ფინალურ ეტაპზე ნიკას მეტოქე, მსოფლიო რეიტინგის მეხუთე ნომერი – ალექსანდრ ზვერევი გახლდათ, რომელსაც ბასილაშვილი ასევე საკმაოდ კარგად გაუმკლავდა და 3 სეტიან ძალიან რთულ დაპირისპირებაში გაიმარჯვა.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია – 6:4, 4:6; 7:6 – ბასილაშვილის სასარგებლოდ. 

Live.ge ულოცავს ნიკას ფინალში გასვლას და წარმატებებს უსურვებს მას.

 

(1483)

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის ფინალშია!

სტატიის ავტორი
-