Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

5 წლის წინ სხვა
1 წთ
დაიწყო საჩოგბურთო ტურნირი ჩინეთში კერძოდ ჩენდუს 250 ქულიანი ATP ტური, სადაც მონაწილეობას იღებს ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მსოფლიო რეიტინგის 35-ე ნომერია. ნიკა ჩენდუს ტურნირზე მე-3 ნომრადაა განთესილი და ასპარეზობას პირდაპირ მეორე ეტაპიდან იწყებს. დღეს გამთენიისას გაიმართა შეხვედრა გვიდო პელასა და სემ კიურეის შორის, რომლის გამარჯვებულიც ნიკოლოზს უპირისპირდება. დაძაბული გამოდგა პირველი სეტი, რომელიც ტაი-ბრეიკზე ანგარიშით - 8:6 სემ კიურეიმ მოიგო. მეორე სეტში კი ამერიკელმა ჩოგბურთელმა მარტივად მოახერხა გამარჯვების მოპოვება ანგარიშით 6:1, ასე რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 58-ე ნომერი, ამერიკელი სემ კიურეი იქნება. შეხვედრა ნიკოლოზ ბასილაშვილსა და სემ კიურეის შორის 26 სექტემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები