Belive

ნინა თიბილაშვილი მსოფლიო ჩემპიონია!

5 წლის წინ სხვა
1 წთ
არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში 23 წლამდე ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა. „ა“ კატეგორიაში ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ნინა თიბილაშვილმა მოიპოვა. ფინალში ის ტაილანდელ ატიტაია ჩოკერს დაუპირისპირდა და 15:7 დაამარცხა. მანამდე მეოთხედფინალში მან ამერიკელ შელბი ჯენსენს 15:6 სძლია. ნახევარფინალში კი ჰონკონგელ კა მან ლამს მოუგო. აღსანიშნავია, რომ თიბილაშვილისთვის, აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში, ეს მესამე ოქროს მედალია.

სხვა სტატიები