Belive

ნინო სალუქვაძემ ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა

4 წლის წინ სხვა
1 წთ
ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, ნინო სალუქვაძემ  ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. საქართველოსთვის ეს მომავალი ოლიმპიადის პირველი ლიცენზიაა. მსოფლიო თასის გათამაშებაში, რომელსაც პეკინი მასპინძლობს, ნინო სალუქვაძემ ფინალში იასპარეზა, სადაც 176.9 ქულით მეხუთე-მეექვსე ადგილები დაიკავა, რაც ლიცენზიის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა. ნინო სალუქვაძე 1988 წლიდან უცვლელად მონაწილეობს ოლიმპიურ თამაშებში და ქალთა შორის რეკორდსმენია. ის ერთადერთი ქართველია, რომელიც ყველა სინჯის ოლიმპიურ მედალს ფლობს. 1988 წელს, სეულში ის ოქროს და ვერცხლს დაეუფლა, 2008 წელს კი - ბრინჯაოს. 2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე ნინო სალუქვაძემ შვილთან ერთად იასპარეზა. ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ისინი პირველი დედა და შვილი არიან, რომლებმაც ერთ ოლიმპიურ თამაშებში მიიღეს მონაწილეობა.

სხვა სტატიები