Belive

ნურმაგომედოვი 80%-ით დარწმუნებულია თუ სად ჩატარდება მისი მომდევნო ბრძოლა

4 წლის წინ სხვა
1 წთ
ხაბიბ ნურმაგომედოვი 80%-ით დარწმუნებულია, რომ მისი მომდევნო ბრძოლა რუსეთში ჩატარდება. გავრცელებული ინფორმაციით, UFC-ის ლეგენდარული მებრძოლის მომდევნო ორთაბრძოლა შესაძლოა პეტერბურგში "გაზპრომ არენაზე" გაიმართოს. "UFC-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ძალიან მინდა, რომ მომდევნო ბრძოლა რუსეთში ჩატარდეს. პეტერბურგში დახურული არენაა ("გაზპრომ არენა"). პეტერბურგის სტადიონი 75.000 გულშემატკივარს იტევს - სწორედ ასეთ დიდ სტადიონზე მსურს ბრძოლის გამართვა. მოლაპარაკებები გრძელდება. 80%-იტ ვარ დარწმუნებული, რომ მომდევნო ბრძოლა რუსეთში გაიმართება", - აღნიშნა ხაბიბ ნურმაგომედოვმა.

სხვა სტატიები