ნურმაგომედოვი, მაკგრეგორი, დოს სანტოსი | რა თანხა გამოიმუშავეს UFC-ის ვარსკვლავებმა 2020 წელს?

ცნობილი გახდა, თუ რა თანხა გამოიმუშავეს UFC-ის ვარსკვლავებმა 2020 წელს. აღნიშნულ ინფორმაციას mmabreakdown-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, UFC-ის მებრძოლთა შორის, 2020 წელს ყველაზე მეტი ხაბიბ ნურმაგომედოვმა გამოიმუშავა. დაუმარცხებელი დაღესტნელი მებრძოლის ბიუჯეტი გასულ წელს $6.090.000-ით გაიზარდა. მეორე ადგილი სახელოვანმა ირლანდიელმა მებრძოლმა – კონორ მაკგრეგორმა დაიკავა ($3.060.000). მესამე ადგილს კი ჯუნიორ დოს სანტოსი დასჯერდა, რომლის მონაგარმაც $1.560.000 შეადგინა.

  1. ხაბიბ ნურმაგომედოვი – $6.090.000
  2. კონორ მაკგრეგორი – $3.060.000
  3. ჯუნიორ დოს სანტოსი – $1.560.000
  4. ისრაელ ადესანია – $1.230.000
  5. ჯასტინ გეიჯი – $920.000
  6. ჯოსე ალდო – $900.000
  7. დეივესონ ფიგეირედო – $875.000
  8. ენტონი პეტისი – $855.000
  9. ალისტერ ოვერემი – $830.000
  10. სტიპე მიოჩიჩი – $790.000

(3725)

ნურმაგომედოვი, მაკგრეგორი, დოს სანტოსი | რა თანხა გამოიმუშავეს UFC-ის ვარსკვლავებმა 2020 წელს?

სტატიის ავტორი
-