Belive

ნურმაგომედოვი თუ ფერგიუსონი? - მაკგრეგორმა სასურველი მეტოქე დაასახელა

4 წლის წინ სხვა
1 წთ
UFC-ის ლეგენდა, კონორ მაკგრეგორი ამტკიცებს, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ იქნება მისი მეტოქე. ირლანდიელი მებრძოლის მტკიცებით, მას არასდროს, არცერთი მეტოქის წინააღმდეგ ბრძოლაზე არ უათქვამს უარი. 31 წლის ხაბიბ ნურმაგომედოვს, UFC-ის მსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონის ტიტულის დაცვა ტონი ფერგიუსონთან გასამართ ბრძოლაში მოუწევს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ UFC 249-ის ძირითადი ივენთი აპრილში უნდა გამართულიყო თუმცა კორონავირუსის გამო ამ წუთისათვის უცნობია შედგება თუ არა ნურმაგომედოვისა და ფერგიუსონის დაპირისპირება. "კორონავირუსის გამო, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, უმჯობესია თუ ყველა სახლებში დავრჩებით და დიდ ჯგუფებად არ შევიკრიბებით. დაველოდებით თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ დანა და UFC." "ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ არასდროს არავის წინააღმდეგ ბრძოლაზე არ მითქვამს უარი. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ვის და სად ვუპირისპირდები", - აღნიშნა კონორ მაკგრეგორმა.

სხვა სტატიები