Belive

ნურმაგომედოვი Vs. ფერგიუსონი - ბრძოლა, რომელიც არასდროს შედგება?!

4 წლის წინ სხვა
2 წთ
ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის დაპირისპირებას, UFC-ის გულშემატკივრები 2015 წლიდან უშედეგოდ ელიან. 19 აპრილს ჩანიშნულ UFC 249-ის ივენთზე, ძირითადი ბრძოლა სწორედ ხაბიბსა და ფერგიუსონს შორის უნდა გამართულიყო, თუმცა რუსი მებრძოლის უკანასკნელი განცხადების შემდეგ, ყველაფერი თავდაყირა დადგა. ხაბიბ ნურმაგომედოვმა პრაქტიკულად გამორიცხა UFC 249-ში მისი მონაწილეობა და აღნიშნა, რომ იგი რუსეთშია ჩაკეტილი. ნურმაგომედოვის მტკიცებით, UFC-ის მესვეურებმა მას ნათლად განუმარტეს, რომ UFC 249 ხაბიბის მონაწილეობით, ან მის გარეშე მაინც შედგება. "ახლა გავიგე, რომ UFC 249 ჩემი მონაწილეობით, ან ჩემს გარეშე შესაძლოა მაინც გაიმართოს. ისიც გავიგე, რომ ტონი ფერგიუსონისთვის მეტოქის შერჩევას აპირებენ. ფერგიუსონი აშშ-ში იმყოფება – მე რუსეთში. უნდა ითქვას, რომ რუსეთში ჩემი ნებით არ ვარ. UFC-სთან საუბრის დროს, დამარწმუნეს, რომ ბრძოლა აშშ-ს ნაცვლად ემირატებში ჩატარდებოდა ახლა კი შესაძლოა აშშ-ში ჩატარდეს. ჩვენ ყველა დეტალზე ვისაუბრეთ, იმ დროისათვის ვარჯიში 5 კვირის დაწყებული მქონდა. არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე. საკმაოდ რთულია ვარჯიში და წონის დაკლება მაშინ როდესაც მთელი სამყარო კარანტინში იმყოფება. წარმოდგენა არ მაქვს რისთვის უნდა ვივარჯიშო და მოვემზადო”, – აღნიშნა ხაბიბ ნურმაგომედოვმა", - განაცხადა ხაბიბ ნურმაგომედოვმა. აღსანიშნავია, რომ ეს არის მეხუთე შემთხვევა, როდესაც ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის დაპირისპირება საფრთხის წინაშე დადგა და არ შედგა.
  • 2015 წლის, 11 დეკემბერი - ხაბიბ ნურმაგომედოვის ტრავმა.
  • 2016 წლის, 16 აპრილი - ტონი ფერგიუსონი ტრავმა.
  • 2017 წლის, 4 მარტი - ხაბიბ ნურმაგომედოვს წონასთან დაკავშირებით შეექმნა პრობლემა.
  • 2018 წლის, 7 აპრილი - ტონი ფერგიუსონის ტრავმა
  • 2020 წლის, 19 აპრილი - კორონავირუსი?
სპორტულმა მიმომხილველებმა აღნიშნული დაპირისპირება "დაწყევლილ ბრძოლად" შერაცხეს, რომელიც შესაძლოა არასდროს შედგეს.

სხვა სტატიები