Belive

ნურმაგომედოვის მენეჯერი: "ფლოიდ მეივეზერი ორთაბრძოლის გამართვას გვეხვეწება"

4 წლის წინ სხვა
1 წთ
ხაბიბ ნურმაგომედოვის მენეჯერის, ალი აბდელაზიზის მტკიცებით, ფლოიდ მეივეზერი მათ ორთაბრძოლის გამართვას სთხოვს. TMZ-სთან საუბარში, ალი აბდელაზიზმა განაცხადა, რომ ფლოიდ მეივეზერი აქტიურ კავშირზეა და ამ დრომდე ითხოვს ხაბიბ ნურმაგომედოვთან ბრძოლას. "ფლოიდ მეივეზერი ბრძოლის გამართვას გვეხვეწება. მას ფული უთავდება. ყოველ კვირას მიკავშირდებიან ადამიანები და ფლოიდთან ბრძოლაზე თანხმობას მთხოვენ. დღის ბოლოს მათ ვპასუხობთ, რომ ამ დროისათვის ბრძოლის გამართვით არ ვინტერესდებით", - აღნიშნა ალი აბდელაზიზმა.

სხვა სტატიები