Belive

ნურმაგომედოვმა UFC-ის ყველა დროის 6 საუკეთესო მებრძოლი დაასახელა

3 წლის წინ სხვა
1 წთ
ხაბიბ ნურმაგომედოვმა UFC-ის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლები დაასახელა. ნურმაგომედოვის რჩეულთა შორის რამდენიმე ლეგენდარული მებრძოლი მოხვდა, რომელთაც ოქტაგონზე განსაკუთრებული კვალი დატოვეს. ნურმაგომედოვი MMA-ს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მებრძოლად და UFC-ის მსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონად ითვლება. ბრწყინვალე კარიერისა და დაუმარცხებლის სტატუსის მიუხედავად, ხაბიბმა რჩეულთა შორის საკუთარი თავი არ დაასახელა. "საუბარი იმის შესახებ ვარ თუ არა ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი? არ ვიცი. ჩვენ გვყავს ჯონ ჯონსი და ფიოდორ ემელიანენკო. ასევე აღნიშვნის ღირსია დემეტრიუს ჯონსონი, ჰენრი სეხუდო, დანიელ კორმიე, ანდერსონ სილვა და არაერთი სხვა სახელოვანი მებრძოლი. შესაძლოა ვიყო ერთ-ერთი საუკეთესო, მაგრამ არ მინდა იმის თქმა, რომ ყველა დროის ყველაზე გამორჩეული მებრძოლი ვარ", - აღნიშნა ხაბიბ ნურმაგომედოვმა.

სხვა სტატიები