Belive

ო'სალივანი: "რთულია ეჭვის შეტანა იმაში რომ ყველა დროის საუკეთესო ვარ"

5 წლის წინ სხვა
3 წთ
რონი ო'სალივანის 27 წლიანი კარიერა ბრწყინვალებას განაგრძობს - თუმცა მან მხოლოდ პირველად აღნიშნა რომ სნუკერის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშის ტიტული სრულიად დამსახურებულად ეკუთვნის. თანამედროვე ეპოქაში ო'სალივანმა ყველა მნიშვნელოვან ტურნირზე დაამყარა რეკორდი თუმცა ლეგენდარულ სტეფან ჰენდრის კვლავ ჩამორჩება 2 ტიტულით. ჰენდრიმ მსოფლიო ჩემპიონატებზე შვიდჯერ გაიბწყინა - ო'სალივანი კი საკუთარი მე-6 ტიტულის მოპოვებას მომდევნო თვეში შეეცდება. რონი ო'სალივანის ტიტულების ჩამონათვალი საკმაოდ შორს წაგვიყვანს, 17 წლიდან მოყოლებული ო'სალივანმა როგორც ბრიტანეთის აგრეთვე მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ტიტული მოიპოვა და სრულიად დამსახურებულად იკავებს სნუკერის იერარქიაში უმაღლეს პოზიციას. დღეისათვის, 43 წლის ო'სალივანი სნუკერის რეიტინგის პირველ ადგილს იკავებს. 50 წლის რეი რერდონის შემდეგ, ო'სალივანი სნუკერის მსოფლიო რეიტინგის ყველაზე ასაკოვანი ლიდერია. "რთულია საპირისპიროს დამტკიცება. ჩემს მიერ ნაჩვენები შედეგები ყველაფერს ამტკიცებს. ჩემს მიერ დამყარებული რეკორდები ნამდვილად უტოლდება მსოფლიოს შვიდ ტიტულს. წარმატებას აგრესიული და და შემტევი თამაშის სტილით მივაღწიე, რომელიც საკმაოდ რთულად შესასრულებელია." "არაერთი მოთამაშე ცდილობს შენს გაჩერებას და თამაშის გაყინვას, ეს ყველაფერი შენი შესაძლებლობების გამოცდაა. როდესაც კარგად ვთამაშობ მოწინააღმდეგეს შანსს არ ვუტოვებ თამაში მისი კარნახით წაიყვანოს. როდესაც ცუდად ვთამაშობ ზეწოლა იზრდება თუმცა 25 წლის მანძილზე ნებისმიერ ოპონენტს ღირსეული პასუხი გავეცი. ნამდვილად კმაყოფილი ვარ ჩემი კარიერით." "ნებისმიერ სეზონში ჩნდებიან კარგი მოთამაშეები და მე ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ვარ. მარკ შელბი, ნილ რობერტსონი, ჯუდ ტრამპი, ჯონ ჰიგინსი, მარკ უილიამსი - მაგრამ მე ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ვარ." "საკუთარ შედეგებსა და რეკორდებს უნდა მიაქციო ყურადღება. საკამათოა ვინ არის სნუკერის საუკეთესო მოთამაშე მე თუ ჰენდრი. მას მსოფლიოს 7 ტიტული აქვს მე კი მხოლოდ 5 თუმცა ყველა სხვა რეკორდი მხოლოდ მე მეკუთვნის. იგივეა რომ ეჭვი შეიტანო ლეო მესის გენიალურობაში მხოლოდ იმიტომ რომ მას მსოფლიო ჩემპიონის ტიტული არ აქვს. პირადად ჩემთვის მესი მსოფლიოში საუკეთესოა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის არ ქონა არაფერს ცვლის", - აღნიშნა რონი ო'სალივანმა. აღსანიშნავია რომ ერთ-ერთი დაპირისპირების შემდეგ, ნილ რობერტსონმა ო'სალივანი როჯერ ფედერერს შეადარა.

ასევე იხილეთ: ო'სალივანის საოცრება Northern Ireland Open-ის ნახევარფინალში (ვიდეო)

 

სხვა სტატიები