Belive

ოძეკი ტაკაიასუ აკი ბაშოს მოეხსნა

4 წლის წინ სხვა
1 წთ
კვირას ტოკიოში წლის რიგით მეხუთე, აკი ბაშო აიღებს სტარტს. დღეს ცნობილი გახდა, რომ წინა ბაშოზე მიღებული იდაყვის ტრავმის გამო, მომავალ სუპერტურნირზე ოძეკი ტაკაიასუ არ იასპარეზებს. ტაკაიასუმ ეს ტრავმა ნაგოია ბაშოზე ტამავაშის წინააღმდეგ მიიღო, თუმცა ის ბრძოლა მაინც გამარჯვებით დაასრულა. სექტემბრის ბაშოს გამოტოვების გამო ტაკაიასუ ნოემბერში კადობანში ჩადგება და ოძეკის წოდების დასაცავად აუცილებელი დადებითი ბალანსი დასჭირდება. შეგახსენებთ რომ ამ ბაშოზე დარჩენილი ორივე ოძეკი, გოეიდო და ტოჩინოშინი კადობანში არიან და აუცილებლად ესაჭიროებათ მინიმუმ 8 გამარჯვება, ხოლო სეკივაკე ტაკაკეიშოს 10 გამარჯვება ესაჭიროება, რომ წინა ბაშოზე დაკარგული ოძეკის წოდება აღუდგეს.

სხვა სტატიები