Belive

ოძეკი ტაკაკეიშო ნაცუ ბაშოს უბრუნდება

4 წლის წინ სხვა
1 წთ
მიტაკეუმისთან მიღებული მუხლის ტრავმის შემდეგ, 22 წლის ოძეკი ბაშოს მოეხსნა და მოსალოდნელი იყო, რომ იგი მთელ ტურნირს გამოტოვებდა. თუმცა დღეს გამოქვეყნებულ ხვალინდელ განრიგში ახალგაზრდა რიკიშის სახელი კვლავ ფიგურირებს. ტაკაკეიშო რომელმაც სამი ბრძოლა მოიგო, ორში დამარცხდა, ორი კი ტრავმის გამო გამოტოვა ბაშოს შუაწელს, ანუ მერვე დღეს, ბულგარელ კომუსუბი აოიამას დაუპირისპირდება. როგორ გაირკვა მან მუხლზე ჟანგბადის თერაპია ჩაიტარა რამაც მას ასპარეზობის საშუალება მისცა. გაირკვა ტოჩინოშინის ხვალინდელი მეტოქე, ქართველი რიკიში ხვალ მეორე მაეგაშირა ენდოს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები