Belive

ოლიმპიადის გახსნითი ცერემონიალის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

2 წლის წინ სხვა
1 წთ
ტოკიოში გასამართი ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე სკანდალები არ ცხრება. ოლიმპიადის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, ოლიმპიური თამაშების გახსნითი ცერემონიალის დირექტორი გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაციით, გახსნითი ცერემონიალის დირექტორის გათავისუფლება ჰოლოკოსტთან დაკავშირებულ ხუმრობას უკავშირდება. წყაროს მტკიცებით, კენტარო კობაიაშის მიერ 1990-იან წლებში, ჰოლოკოსტზე გაკეთებული სახუმარო განცხადებების ამსახველი კადრები რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. მომხდარს დაუყოვნებლივ გამოეხმაურნენ იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი და იაპონიის პრემიერ მინისტრი. ოლიმპიური კომიტეტის ხლემძღვანელისა და პრემიერ მინისტრის მტკიცებით: "მტკივნეულ ისტორიულ ფაქტებზე ხუმრობა, კატეგორიულად მიუღებელი და აღმაშფოთებელია."

სხვა სტატიები