Belive

ოლიმპიურ ჩემპიონს ოქროს მედალს შეუცვლიან

2 წლის წინ სხვა
1 წთ
ოლიმპიურ ჩემპიონს - მიუ გოტოს ოქროს მედალს შეუცვლიან, რადგან მისი კუთვნილი მედალი ქალაქ ნაგოიას მერმა კბილით მოსინჯა. დაჯილდოვების ცერემონიალის დროს, ქალაქ ნაგოიას მერმა პირბადე მოიხსნა და სპორტსმენისათვის განკუთვნილი ოქროს მედალი კბილით მოსინჯა. აღსანიშნავია, რომ ოქროს მედლის კბილით მოსინჯვის ტრადიციას მრავალწლოვანი ისტორია აქვს და ის თავად სპორტსმენის პრეროგატივაა. ტაკაში კავამურა უმალ გაეხვა კრიტიკის ქარცეცხლში, იგი კოვიდ პროტოკოლის დარღვევასა და სპორტსმენის უპატივცემულობაში დაადანაშაულეს. იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ ოლიმპიურ ჩემპიონ მიუ გოტოს ოქროს მედალს შეუცვლიან და ახალ მედალს გადასცემენ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალი მედლის დამზადების საფასურს, თავად ნაგოიას მერი გადაიხდის.

სხვა სტატიები