Belive

ოლიმპიური და მსოფლიო რეკორდი ჩინეთის მოცურავეთა ნაკრებისგან

2 წლის წინ სხვა
1 წთ
23 ივლისიდან სპორტის მოყვარულები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთი დიდი მოვლენის, ტოკიოს ოლიმპიადის ირგვლივ არიან გაერთიანებულნი. Covid-19-ის გამო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები 1 წლით გადაიდო და შესაბამისად, 2021 წელს ტარდება. ჩინეთის ეროვნულმა ნაკრებმა ცურვის შეჯიბრში, რომელშიც როგორც წესი, გუნდურად ასპარეზობენ (4x200 მეტრი), მსოფლიო რეკორდი დაამყარა, მათი შედეგი 7:40,33 გახლდათ. წინა მსოფლიო რეკორდი, რომელიც ავსტრალიამ დაამყარა 2019 წელს იყო,  7:41.50 - აღნიშნულ მაჩვენებელს დღეს სამმა გუნდმა აჯობა. საყურადღებოა, რომ ოქროს მოსაპოვებლად საკუთარ გუნდს ჟანგ იუფეი დაეხმარა, რომელიც ახლახანს შეუერთდა ეროვნულ ნაკრებს და "ბათერფლაის" სტილით ცურვაში ოლიმპიური რეკორდი დაამყარა.  

სხვა სტატიები