Belive

"ომებში გავიზარდეთ, ამიტომ ბრძოლა სულსა და მენტალიტეტში გვაქვს" - მერაბ დვალიშვილი

1 წლის წინ სხვა
2 წთ
21 აგვისტოს ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი, UFC-ის ლეგენდას – ჟოზე ალდოს დაუპირისპირდება. ბრაზილიელი საკმაოდ კარგი და პრესტიჟული მებრძოლია. ის საჩემპიონო ქამრის ყოფილი მფლობელია. მისი დამარცხება მერაბისთვის სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება იმისათვის, რომ უკეთესი ბრძოლები მიიღოს. ეს კი დვალიშვილისთვის მშვენიერი შანსი იქნება მიუახლოვდეს საჩემპიონო ბრძოლას.

უპრინციპულესი ბრძოლის წინ, მერაბ დვალიშვილი METARATINGS-ს ესაუბრა, სადად მრავალ მნიშვნელოვან საკითხს გაუსვა ხაზი.
"ფაფახს პაპაჩემი და უფროსი თაობის წარმომადგენლები ატარებდნენ. ჩვენ კავკასიიდან ვართ და ეს ჩვენი ტრადიციაა. მე მხოლოდ მსურს, ადამიანებს ვაჩვენო, საიდან ვარ და როგორი ტრადიციებია ჩვენთან. მე ვარ კავკასიელი და არა - საბჭოთა კავშირის წარმომადგენელი. ჩემი სამშობლო, საქართველო დღემდე იბრძვის იმისთვის, რომ ევროპის განუყოფელი ნაწილი გახდეს - საბჭოთა კავშირში დაბრუნება არ გვსურსარ. გვინდა უკან დავბრუნდეთ. ჩვენ ძლიერი ხალხი ვართ, რომელიც პატივს სცემს თავის ტრადიციებს. სწორედ ესაა ის, რისი ჩვენებაც მსურს. ჩვენ მეომრები ვართ. საქართველო უზომოდ ლამაზი ქვეყანაა და ჩვენ ყოველთვის გვიწევდა ჩვენი სამშობლოს დაცვა. ომებში გავიზარდეთ - შესაბამისად, ბრძოლა სულსა და მენტალიტეტში გვაქვს". 
შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილისა და ჟოზე ალდოს დაპირისპირება, 21 აგვისტოს, 07:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები