Belive

"ომის დასრულებას დონბას არენაზე ვიზეიმებთ" | უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადება

2 წლის წინ სხვა
3 წთ
უკრაინის საფეხბურთო ფედერაციის პრეზიდენტის, ანდრეი პაველკოს თქმით, უკრაინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე აუცილებლად ითამაშებს. ასევე, ადგილობრივ მედიასთან საუბრისას მან განაცხადა, რომ რუსეთის დამარცხებას უკრაინა "დონბას არენაზე" იზეიმებს. პაველკომ მადლობა გადაუხადა FIFA-სა და UEFA-ს თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიუხედავად (24 თებერვალი), უკრაინის საფეხბურთო ფედერაციას მუშაობა არ შეუწყვეტია - თუმცა დროებით, ფედერაციის ოფისი კიევიდან ზაპაპარტიის ოლქში გადავიდა.
დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ომი დასრულდება. გამარჯვებას დღითიდღე უფრო ვუახლოვდებით. დარწმუნებული ვარ, ომის შემდეგ ჩვენი ფეხბურთელები გულშემატკივრებს საუკეთესო ემოციებს გადასცემენ და მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენმა გუნდმა საუკეთესოდ იასპარეზოს. ამაში UEFA და FIFA აქტიურად გვეხმარებიან“, - განაცხადა მან. ყოველდღიურად არა ფეხბურთზე, არამედ ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენაზე ვფიქრობთ. ჩვენი მიზანია, ომში რაც შეიძლება მალე გავიმარჯვოთ და შემდეგ, ჩემპიონატს დავასრულებთ. მასპინძლობისთვის ყველა სტადიონი მზად ვერ იქნება, თუმცა ტურნირის დასრულებისთვის, პრობლემის გადაჭრის გზებს აუცილებლად მივაგნებთ".
უკრაინის საფეხბურთო პრეზიდენტის სურვილია, ომის დასრულების შემდეგ, საფეხბურთო მატჩი "დონბას არენაზე" გაიმართოს.
მინდა, რუს ფაშისტებზე გამარჯვება და მშვიდობის დადგომა დონბას არენაზე ვიზეიმოთ, ეს ჩვენი გულშემატკივარისთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება", - თქვა მან.

დონბას არენა რუსული ბომბების სამიზნე 2014 წელს გახდა

ფეხბურთის გულშემატკივარს კარგად ემახსოვრება დონეცკში მყოფი "დონბას არენა", რომელმაც ევრო 2012-ის მატჩებს უმასპინძლა. ეს იყო უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მყოფი თანამედროვე სტადიონი, სადაც მეოთხედფინალური (ესპანეთი Vs. საფრანგეთი) და ნახევარფინალური (პორტუგალია Vs. იტალია) შეხვედრები გაიმართა. "დონბას არენა" 2009 წლის 29 აგვისტოს, დონეცკში გაიხსნა. სტადიონი, რომელიც 50,000 გულშემატკივარს იტევდა, უეფა-ს მიერ ელიტური კატეგორიის სტადიონებში იყო კლასიფიცირებული. 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის რეგიონის ანექსიას, უკრაინის აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტა არ მოჰყოლია. იმავე წლის აგვისტოში, დონბას არენაზე ორი ბომბი მოხვდა, რომელმაც სტადიონზე ელექტროობა და ინფრასტრუქტურა იმდენად დააზიანა, რომ სტადიონის გამოყენება შეუძლებელი გახდა - შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

პრო-რუსულ სეპარატისტებსა და უკრაინის მხარეს შორის, სამოქალაქო დაპირისპირება გამწვავდა. ქვეყანაში უსაფრთხოდ ყოფნის გამო, "შახტარი" დატოვეს ბრაზილიელმა ლეგიონერებმა - ალექს ტეიშეირამ, ფრედმა, დუგლას კოშტამ, დენტინიომ, ისმაილიმ და ფერეირამ. 2014-ში, "შახტარმა" დონეცკი დატოვა და 2017 წლამდე, "არენა ლვოვზე" თამაშობდა. მოგვიანებით, გუნდმა ხარკოვში გადაინაცვლა, სადაც "მეტალისტის" სტადიონზე ასპარეზობდა.

სხვა სტატიები