Belive

ოფიციალურად: ავთანდილ ჭრიკიშვილი დიუსელდორფის გრანდ სლემიდან მოეხსნა!

5 წლის წინ სხვა
1 წთ
დღეს, 24 თებერვალს სტარტი აიღო 2019 წლის მეორე გრანდ სლემის ბოლო დღემ დიუსელდორფში. დღეს, იასპარეზებენ -90,-100 და +100 კილოგრამ წონითი კატეგორიები. -90 კილოგრამში საქართველოს სახელით ავთანდილ ჭრიკიშვილი ასპარეზობს, ხოლო -100  კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ვარლამ ლიპარტელიანი და ლაშა ტაველური ასპარეზობენ, ასევე +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას ლევან მატიაშვილი და ონისე ბუღაძე იცავენ. -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილი პირველი ეტაპიდან უნდა ჩართულიყო საქმეში და მისი მეტოქე რუსი - მიხეილ იგოლნიკოვი უნდა ყოფილიყო, თუმცა მისმა ოფიციალურად Facebook გვერდმა დაწერა, რომ ავთანდილ ჭრიკიშვილი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ტატამზე არ გამოცხადდება.

სხვა სტატიები