Belive

ოფიციალურად: კონორ მაკგრეგორი UFC-ში ბრუნდება

4 წლის წინ სხვა
1 წთ
კონორ მაკრეგორი UFC-ში ბრუნდება - ირლანდიელ მებრძოლს ოქტაგონზე 2020 წლის 18 იანვარს, ლას ვეგასში, T-Mobile Arena-ზე ვიხილავთ. აღნიშნულთან დაკავშირებით, მაკრეგორმა განცხადება მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვის დაუპირისპირდება ირლანდიელი მებრძოლი. "ვინ იქნება ჩემი ოპონენტი? UFC-ის ხელმძღვანელობას კითხეთ, ჩემთვის სულერთია," განაცხადა მან. მაკგრეგორის განცხადებით, ხაბიბ ნურმაგომედოვსა და ტონი ფერგიუსონს შორის ძალიანს საინტერესო ბრძოლა გაიმართება. მან აქვე აღნიშნა, რომ ამ დაპირისპირებაში მცირე უპირატესობა ხაბიბს მიანიჭა. შეგახსენებთ რომ 31 წლის მაკგრეგორს ხაბიბ ნურმაგომედოვთან მარცხის შემდეგ არცერთი ბრძოლა არ გაუმართავს. ბრძოლა 1 წლის წინ, 7 ოქტომბერს გაიმართა.    

სხვა სტატიები