Belive

ოფიციალურად: პაპუნაშვილი რასინგის ფეხბურთელია

4 წლის წინ სხვა
1 წთ
გიორგი პაპუნაშვილის მომავალი გაირკვა - "სარაგოსას" მე-19 ნომერი იჯარის წესით სანტანდერის "რასინგში" ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდა "რასინგის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე. როგორც ცნობილია, პაპუნაშვილი გუნდში 6 თვეს გაატარებს, რის შემდეგაც კვლავ "სარაგოსას" დაუბრუნდება. "რასინგს" ლა ლიგა 2-ში სახარბიელო სიტუაცია არ აქვს. სანტანდერელებს 22 ტურის შემდეგ 19 ქულა აქვთ და ბოლოსწინა, 21-ე ადგილზე არიან. გიორგი პაპუნაშვილს "რასინგის" გარდა სხვა ესპანური გუნდები: "ლუგო" და "ესტრამედურა" ეპატიჟებოდა. 24 წლის ფეხბურთელს MLS-ისა და ბერძნული "პანათინაიკოსის" ვარიანტიც ჰქონდა.    

სხვა სტატიები