Belive

ოფიციალურად: ფერნანდო ალონსო Renault-ის ღირსებას დაიცავს

3 წლის წინ სხვა
1 წთ

ფორმულა 1-ის სახელოვანი ესპანელი პილოტი - ფერნანდო ალონსო, 2021 წლის სეზონში Renault-ის საჯინიბოს ღირსებას დაიცავს. ალონსოსთან მიღწეული შეთანხმება Renault-ის წარმომადგენლებმა ოფიციალურად დაადასტურეს. 2021 წლის სეზონში, ესპანელ პილოტს მეწყვილეობას ესტებან ოკონი გაუწევს. აღსანიშნავია, რომ ფერნანდო ალონსოსათვის Renault-ი განსაკუთრებულ მოგონებებთანაა კავშირში. 38-წლის ალონსომ 2005 და 2006 წლებში სწორედ Renault-ის ბოლიდით შეძლო მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.

ფერნანდო ალონსომ Renault-ის გუნდში გატარებული პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მორიგი გამოწვევის მისაღებად მზადაა. "Renault-ი ჩემი ოჯახია. გუნდთან დაუვიწყარი მოგონებები მაკავშირებს, რომლის დროსაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ორჯერ დავეუფლე. ახალი გამოწვევისთვის მზად ვარ", - აღნიშნა ფერნანდო ალონსომ.

სხვა სტატიები