Belive

ოფიციალურად - ტაკაკეიშო ოძეკი გახდა!

5 წლის წინ სხვა
2 წთ
დღეს გამთენიისას იაპონიის სუმოს ასოციაციამ სეკივაკე ტაკაკეიშოს ოფიციალურად მიანიჭა ოძეკის წოდება. 22 წლის იაპონელი პირველია ტოჩინოშინის შემდეგ ვისაც ეს ტიტული მიანიჭეს, თუმცა ტოჩინოშინი მაისის ბანძუკეში სეკივაკეს წოდებამდე დაქვეითდება რადგან ბოლო ორ ბაშოზე მან ზედიზედ დააფიქსირა უარყოფითი ბალანსი. "ოძეკის წოდების ტარებისას მე პატივს ვცემ ბუშიდოს სულს, და ვიქნები მადლობელი ჩემს გზაზე სუმოს სამყაროში" - განაცხადა ტაკაკეიშომ. ტაკაკეიშომ პროფესიულ სუმოში გამოსვლა 2014 წელს დაიწყო და სანიაკუს ოჯახს 2018 წელს მიაღწია. ნოემბრის ბაშო ახალგამომცხვარმა ოძეკიმ 13-2-ზე ბალანსით და ჩემპიონობით დაასრულა, მარტის ბაშოზე კი ბოლო სამი ბაშოს ჯამით 33 გამარჯვება დაუგროვდა რაც ამ მაღალი წოდების მოსაპოვებლად აუცილებელი კრიტერიუმი იყო. "ამ მიღწევით ბავშვობის ოცნება ავისრულე, თუმცა სუმოში უფრო მაღალი წოდებებიც არსებობს და მე სწორედ იქ ასვლა მსურს, მინდა სუმოს სამყაროში ლიდერი გავხდე" - განუცხადა ჟურნალისტებს ტაკაკეიშომ. მან ოძეკის წოდებას 28 ტურნირის ჩატარების შემდეგ მოიპოვა, რაც მეექვსე შედეგია ისტორიაში მას შემდეგ  რაც 1958 წელს 6 ტურნირიანი წელი დაწესდა. 22 წლის 7 თვისა და 22 დღის ასაკში კი ყველაზე ახალგაზრდა ოძეკების სიაში მეცხრე ადგილზე გავიდა.

სხვა სტატიები