Belive

ოფიციალურად - ტედი რინერი ბრუნდება!

4 წლის წინ სხვა
1 წთ
ტედი რინერმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც იგი ტატამს კანადაში, მონრეალის გრან პრიზე დაუბრუნდება, რომელიც 5-7 ივლისს გაიმართება. "დილა მშვიდობის, ბევრი მწერს, ბევრი მეკითხება თუ როდის დავუბრუნდები აქტიურ ძიუდოს, მე თქვენთვის პასუხი მაქვს! მწვრთნელებთან ერთად გადავწყვიტე რომ მონრეალის გრან პრიზე მივიღო მონაწილეობა. მე ძალიან გახარებული ვარ და მოუთმენლად ველი ამ ტურნირს. ხელებზე და ფეხებზე თითქოს ჭიანჭველები ვიგრძენი როდესაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, 18 თვე  - ეს ძალიან დიდი დროა! მე გამოვტოვე შეჯიბრებები, ადრენალინი , მაღალი დონე. ეს ახალი ნაბიჯია ტოკიო 2020-სკენ მიმავალ გზაზე, ლიცენზია ჯერ კიდევ მოსაპოვებელია. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, ყველას ვინც მე ყოველდღიურად მაძლიერებდით"  

სხვა სტატიები