Belive

ოფიციალურად: თემურ ქეცბაია ანორთოსისში რჩება!

2 წლის წინ სხვა
1 წთ
ბოლო პერიოდის განმავლობაში, კვიპროსულ მედიაში გავრცელებული ცნობა უკვე ოფიციალურად  დადასტურდა - თემურ ქეცბაიამ "ანორთოსისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. 53 წლის სპეციალისტი ფამაგუსტურ კლუბში კიდევ ორი წლით დარჩება. "ანორთოსისის" Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, თემურ ქეცბაიას კონტრაქტი 2023 წლამდე ძალაში იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება თემურ ქეცბაიამ მას შემდეგ  მიიღო, რაც მისმა გუნდმა კვიპროსის თასის ფინალში, ნიქოზიიის "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა და უეფას კონფერენც ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა. თემურ ქეცბაია “ანორთოსისში” 10-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და გუნდს 61 შეხვედრაში უხელმძღვანელა, საიდანაც 30 მოიგო, 13 ფრედ დაასრულა და 17-ში დამარცხდა. ქეცბაიას ხელმძღვანელობით, “ანორთოსისში” შვიდმა ქართველმა ფეხბურთელმა, ლუკა მიქაიამ, გიორგი ლორიამ  (მეკარეები), მურთაზ დაუშვილმა, ჯანო ანანიძემ, თორნიკე ოქრიაშვილმა (ნახევარმცველები), ნიკა კაჭარავამ და გიორგი ქვილითაიამ (თავდამსხმელები) ითამაშა. დასრულებულ სეზონში გუნდის ორი საუკეთესო ბომბარდირი, გიორგი ქვილითაია და თორნიკე ოქრიაშვილი, შესაბამისად, 16 და 9 გოლით გახდნენ. 13-წლიანი პაუზის შემდეგ, “ანორთოსისმა” ზედიზედ ორ სეზონში ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა და 2008 წლის შემდეგ პირველად ტიტულსაც დაეუფლა. საინტერესოა, რომ როგორც ახლა, ისე მაშინ გუნდს სწორედ 53 წლის სპეციალისტი ხელმძღვანელობდა.

სხვა სტატიები