Belive

ოქრიაშვილი ანორთოსისს ტოვებს, მაგრამ კვიპროსში რჩება

2 წლის წინ სხვა
1 წთ
კვიპროსული მედიის ინფორმაციით, თორნიკე ოქრიაშვილი მალე კარიერას ახალ კლუბში გააგრძელებს. ბერძნულენოვანი პრესა აქტიურად წერს, რომ საქართველოს ნაკრების ათიანი ქვეყნის ბოლო ორი სეზონის ჩემპიონ "ომონიაში" გადაბარგდება.
"ჩვენს მიერ აქამდე გავრცელებულ ცნობასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. თუ ოქრიაშვილი უცხოურ შემოთავაზებას არ დათანხმდება, მაშინ მისი დამატებისთვის ბრძოლაში ლიდერი "ომონია" გახდება. ამ ეტაპისთვის "ანორთოსისის" შემტევის სურვილი კარიერის სხვა ქვრყანაში გაგრძელებაა და ვარიანტს სწორედ აქედან ელოდება, თუმცა "ომონია" მის გადასაბირებლად აქტიურად მუშაობს", - წერს Kerkida.net-ი.
თორნიკე ოქრიაშვილმა თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ გუნდში ორი სრული სეზონი გაატარა და 35 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა, 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და ქვეყნის თასის მოგებაც მოახერხა. 29 წლის შემტევს კონტრაქტი მიმდინარე წლის 31 მაისს ამოეწურა.

სხვა სტატიები