Belive

ოქრო, ვერცხლი და ორი ბრინჯაო თბილისის გრან პრის პირველ დღეს.

5 წლის წინ სხვა
3 წთ
თბილისში სტარტი აიღო ძიუდოში ყოველწლიურმა გრან პრიმ. პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა თითო ოქრო-ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვა. 60 კგ. წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანმა,  მეორე ეტაპზე მან ყაზახი ჟენისბეკ ჟაკისბეკი ოქროს დროში იპონით დაამარცხა, შემდეგ კი ბრაზილიელ ფელიპე კიტადაის გაფრთხილებებით სძლია. ნახევარფინალში ლუხუმმა მონღოლ ბოლდბაატარ განბატს წუთსა და 26 წამში იპონი სძლია და ფინალში 2016 წლის ევროპის ჩემპიონს, ფრანგ ვალიდე ხიარს ვაზარით სძლია მესამე ადგილიდაიკავა ჯაბა პაპინაშვილმა. ჯაბამ საწყის ეტაპზე უკრაინელი დილშოთ ხალმატოვის ძლევის შემდეგ მონღოლ განბატთან დამარცხდა რომელსაც მოგვიანებით ჩხვიმიანმა სძლია. რეპეშარჟში კი ფელიპე კიტადაი ზუსტად 1 წუთში დააიპონა. მესამე ადგილისათვის შეხვედრაში ჯაბამ უკრაინელ არტიომ ლესიუკი წუთსა და 48 წამში დააიპონა. ამავე წონაში საწყის ეტაპზევე დამარცხდნენ ირაკლი კუპატაძე და თემურ ნოზაძე. 66 კგ. წონით კატეგორიაში ოქროსთვის იჭიდავა ახალგაზრდა გიორგი თუთაშვილმა. ფინალისაკენ მიმავალ გზაზე მან პორტუგალიელი ოლეინიკი, აზერბაიჯანელი ბაბაზადა და მონღოლი დოვდონი ვაზარებით, ხოლო ინდოელი სინგ საინი იპონით დაამარცხა. ფინალში კი ისრაელის წარმომადგენელ ტალ ფლიკერთან იპონით წააგო. თუმცა აღსანიშნავია ის რომ გიორგიმ გულშემატკივრის დიდი სიმპათიები სანახაობრივი ბრძოლებით დაიმსახურა. ბრინჯაოს მედალი ბაგრატ ნინიაშვილმა მოიპოვა. ირლანდიელი ბარნსისა და რუსი არდანოვის დაიპონების შემდეგ ბაგრატი ინდოელ საინთან დამარცხდა, რეპეშარჟში კი მონღოლ დოვდონს სძლია. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ნინიაშვილმა აზერბაიჯანელი ისმაილ იბრაჰიმოვი დააიპონა. ამავე წონაში ადრევე დამარცხდნენ გიორგი გუგულაშვილი და ნიკო ჭიკაიძე. რაც შეეხება ქალთა გამოსვლას, ყველაზე შორს 57 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ეთერ ლიპარტელიანი გავიდა რომელმაც რეპეშარჟში იჭიდავა, იქ კი პოლონელ ანა ბოროვსკასთან დამარცხდა. 48 კგ. ში ადრევე დამარცხდნენ მარიამ ციხელაშვილი, მარი მახარაშვილი და ნატალია ყიფშიძე. 52 კგ-ში იასპარეზეს მარიამ ჯანაშვილმა და ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა, თუმცა ორივე პირველ ეტაპზე გამოეთიშა მედლებისთვის ბრძოლას. ხვალ ტატამზე კაცებში 73 და 81, ქალებში კი 63 და 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტები გამოვლენ სულ კი შაბათს 10 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.

სხვა სტატიები