ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი ევროპის ჩემპიონატზე

სერბულ ნოვი სადში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა თავისუფალ ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის, პირველ დღეს ფინალისტების ვინაობა 5 წონით კატეგორიაში გამოვლინდა.

57 კგ. წონით კატეგორიაში რობერტ დინგაშვილი ნახევარფინალში რუს ამირხან გუვაჟაკოვთან მომგებიანი გდების უპირატესობით 4:4 დამარცხდა, ხვალ მისი მეტოქე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელ და რუმინელ მოჭიდავეებს შორის გამარჯვებული იქნება.

65 კგ. წონით კატეგორიაში ფინალში სომეხ ვაზგენ ტევანიანს დაუპირისპირდება ედემ ბოლქვაძე. მან ფინალამდე ყველა ორთაბრძოლა ქულის დაუკარგავად, დიდი უპირატესობით მოიგო და ხვალაც ფავორიტის რანგში გავა ხალიჩაზე.

70 კგ. წონით კატეგორიაში საწყის ეტაპზევე დამარცხდა ივერი ჯულაყიძე, მისთვის დაუძლეველი ბარიერი სომეხი გევორგ მხეიანი აღმოჩნდა (6:7)

79 კგ. წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის იჭიდავებს ტარიელ გაფრინდაშვილი, იგი ნახევარფინალში რუს რადიკ ვალიევთან დამარცხდა (6:0), ხოლო ბრინჯაოსთვის ისრაელის წარმომადგენელსა და ბელარუს მოჭიდავეს შორის გამაჯვებულს დაუპირისპირდება.

97 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოსთვის იჭიდავებს გივი მაჭარაშვილი. გივიმ ნახევარფინალური შეხვედრა თურქ იბრაჰიმ ჩიფთჩისთან დათმო, მედლისთვის კი სერბ ალექსანდრ პანტელიჩს გაეჯიბრება.

 

(194)

ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი ევროპის ჩემპიონატზე

სტატიის ავტორი
-