ორი ბრინჯაოს მედლის შანსი და ორი ნახევარფინალისტი მსოფლიოს ჩემპიონატზე

ბუდაპეშტში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დღეს წარმატებულად ასპარეზობენ ქართველი ფალავნები. დავით მარსაგიშვილმა 92 კგ წონითი კატეგორიის რეპეშარჟში მოლდოველი ნიკოლაი ჩებანი მარტივად 8-0 დაამარცხა და მესამე ადგილისთვის ირანელ ალირეზა კარიმიმაჩიანის შეხვდება.

79 კგ წონით კატეგორიაში ასევე რეპეშარჟში გაიმარჯვა დავით ხუციშვილმა, მან გერმანელი მარტინ ობსტი აშკარა უპირატესობით 10-0 დაამარცხა და მესამე ადგილისთვისთვის რუსთა ევროპის ჩემპიონს ახმედ გაჯიმაგომედოვს შეხვდება.

ნახევარფინალში იასპარეზებენ ელიზბარ ოდიკაძე და ზურაბ იაკობიშვილი. მსოფლიოს ჩემპიონი იაკობიშვილი 70 კგ წონით კატეგორიაში მერვედფინალიდან ჩაერთო საქმეში სადაც სლოვაკეთის სახელით მოასპარეზე ტაიმურაზ სალკაზანოვს 2-1 სძლია, მეოთხედფინალში კი უზბეკ იხტიორ ნავრუზოვს 5-1 სძლია და ნახევარფინალში რუსთა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს მაგომედრასულ გაზიმაგომედოვს შეხვდება.

ელიზბარ ოდიკაძემ მერვედფინალში ვენესუელელ ხოსე დიას რობერტის აშკარა უპირატესობით 10-0 სძლია, მეოთხედფინალში კი ბოლო წამებზე გაკეთებული ილეთით დაამარცხა აზერბაიჯანელი ასლანბეკ ალბოროვი 4-3 დაამარცხა და ნახევარფინალში უძლიერეს მეტოქეს რუსთა ოლიმპიურ, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონს აბდულრაშიდ სადულაევს შეხვდება.

ფინალური ბლოკის შეხვედრები 19:00 საათიდან დაიწყება.

(176)

ორი ბრინჯაოს მედლის შანსი და ორი ნახევარფინალისტი მსოფლიოს ჩემპიონატზე

სტატიის ავტორი
-