Belive

ორი ოქროს მედლის შანსი მსოფლიო ჩემპიონატზე!

5 წლის წინ სხვა
1 წთ
ბუქარესტში სტარტი აიღო მსოფლიო ჩემპიონატმა თავისუფალ ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის. პირველივე დღეს ორი ქართველი მოჭიდავე გავიდა ფინალში და ისინი ხვალ ოქროს მედლისთვის იბრძოლებენ. 79. კგ წონით კატეგორიაში ნიკა კენჭაძემ ტურნირი მერვედფინალში ბულგარეთის წარმომადგენლის რაშიდ ისმაილის 5-2 ძლევით დაიწყო, რასაც მეოთხედფინალში რუმინეთის წარმომადგენლის ომარახსაბ ნაჟმუდინოვის 7-0 ძლევა მოჰყვა. ნახევარფინალში ნიკა იაპონელ იაჯურო იამასაკის დაუპირისპირდა და 4:0 სძლია. ხვალ გასამართ ფინალში კენჭაძის მეტოქე რუსი გაჯი ნაბიევი იქნება. 97 კგ-ში ბრწყინვალედ იასპარეზა გივი მაჭარაშვილმა რომელიც ფინალამდე ისე მივიდა, რომ ყველა ბრძოლა სუფთად და ქულადაუკარგავად მოიგო. მერვეფინალში ჩინელი ჩაოქიანგ იანგი, მეოთხედფინალში ინდოელი სინგ ნაჰალი ნახევარფინალში კი ირანელი ალი შაბანიბენგარი გივიმ დიდი უპირატესობით დაამარცხა და ხვალინდელ ფინალში აშშ-ს წარმომადგენელს, კოლინ რეიმონდ მურს შეხვდება.

სხვა სტატიები