Belive

პარიზი 2024 | ლაშა ტალახაძე ახალ წონაში გამოვა!

1 წლის წინ სხვა
2 წთ
2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი უმასპინძლებს. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისგან განსხვავებით, პარიზში ძალოსნები 14-ის ნაცვლად 10 მედალს გაითამაშებენ. თავდაპირველად, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალოსნობის საერთშორისო ფედერაციის (IWF) კონკგრესზე იქნა მიღებული და ახლა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) ცვლილებას მხარი დაუჭირა. უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს. ცვლილების შედეგად, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, ძალოსნობაში მედლები 14 წონითი კატეგორიის ნაცვლად 10-ში გათამაშდება, რაც ლაშა ტალახაძის კონკურენტებისათვის ნამდვილად დიდი უსიამოვნებაა. 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მედლები შემდეგ წონით კატეგორიებში გათამაშდება: კაცები – 61, 73, 89, 102 და +102 კგ, ხოლო ქალები – 49, 59, 71, 81 და +81 კგ. 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი - ლაშა ტალახაძე +102 წონით კატეგორიაში იასპარეზებს. შეგახსენებთ, რიოსა (2016, +105) და ტოკიოს (2020, +109) ოლიმპიური თამაშები ლაშა ტალახაძის ტრიუმფით დასრულდა. მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდების შემდეგ, ლაშა ტალახაძე პარიზის ოლიმპიურ თამაშებზეც ფავორიტის სტატუსით სარგებლობს და რეკორდის დამყარებას ამჯერად უკვე განახლებულ წონით კატეგორიაში შეეცდება.

სხვა სტატიები