Belive

პარიზის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა

5 წლის წინ სხვა
1 წთ
სერიოზული საკადრო ცვლილებებია ჩვენების პარიზულ განაცხადში. რეგისტრაციაში აღარ არის 81-ში საქართველოს ვიცეჩემპიონი ბექა დონღვანი. ჯერჯერობით მონაწილე აღარ გვყვავს 90-ში - არც უშანგი მარგიანია და არც ავთანდილ ჭრიკიშვილი საფრანგეთში აღარ იჭიდავებენ. 60-ში უფროსი პაპინაშვილი უმცროსმა ჩაანაცვლა, +100-ში კი ლევან მატიაშვილი გიორგი ზაქარიაძემ.  ნაკრების სრული შემადგენლობა შემდეგნაირია: 60 კგ - ჯაბა პაპინაშვილი, თემურ ნოზაძე 66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი, ნიკო ჭიკაიძე 73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი 81 კგ - კობა მჭედლიშვილი 100 კგ - ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური +100 კგ - ონისე ბუღაძე, გიორგი ზაქარიაძე წყარო: ძიუდოს დღიურები

სხვა სტატიები