Belive

პარკური სახლში - მსოფლიო ჩემპიონი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო

4 წლის წინ სხვა
1 წთ
შვეიცარიელმა მოთხილამურემ, ანდრი გარეტლიმ, Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც იგი საკუთარ სახლში პარკურით არის დაკავებული. ვიდეომ, სადაც იგი საკმაოდ რთულად შესასრულებელ მოძრაობებს აკეთებს, სოციალურ ქსელში დიდი ინტერესი გამოიწვია. რეალურად, სოციალური ქსელის ჩართულობა სწორედ ანდრე რაგეტლის მიზანი იყო: ყოფილი მოთხილამურესა და 3-გზის მსოფლიო ჩემპიონის განცხადებით, ვიდეოს თითოეულ მოწონებაზე, იგი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) კორონავირუსთან წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში 1 ცენტს გადაურიცხავს. 24 მარტის შუადღის მონაცემებით, რაგეტლის ვიდეომ ამ მომენტისთვის 10,000 მოწონება დაიმსახურა, რაც იმისი დასტურია, რომ შვეიცარიელს ჯერჯერობით განსაკუთრებული ფინანსური დახმარების გაღება არ მოუწევს. რამდენიმე გულშემატკივარმა მას წესების შეცვლაც სთხოვა.

იხილეთ ვიდეო.