Belive

"პატარა სოსისო ქართველიც კი არ ხარ!" პიმბლეტმა თოფურიას უპასუხა

2 წლის წინ სხვა
2 წთ
15 მარტს, ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში ილია თოფურია პადი პიმბლეტს დაუპირისპირდა. ქართველი და ინგლისელი მებრძოლების გაშველება სასტუმროში მყოფმა პირებმა შეძლეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ განცხადებაში, თოფურიამ განმარტა, რომ პიმბლეტთან დაპირისპირება ამ უკანასკნელის მიერ საქართველოზე და ქართველ ხალხზე გაკეთებულმა შეურაცხმყოფელმა განცხადებამ გამოიწვია. პადი პიმბლეტმა დრო არ დაკარგა და რობი ფოქსის Youtube პოდკასტში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა. ინგლისელი მებრძოლის მტკიცებით, თოფურიამ საკუთარი თავი სულელად გამოიყვანა.
"ჩხუბსაც კი ვერ დავარქმევ. სამზარეულოში მარტო ვიყავი, როდესაც ოთახიდან თავის გუნდთან ერთად გამოვიდა. დამინახა, რომ მარტო ვიდექი და ჩემსკენ წამოვიდა - ესპანურად რაღაც მითხრა, რაც ვერ გავიგე. ხელი მომიქნია, ნაბიჯი უკან გადავდგი და სადეზინფექციო ხსნარის ბოთლი თავში ვესროლე. ჩვენს შორის მხოლოდ მაგიდა იდგა - თოფურიას, რომ მართლა რამის გაკეთება სდომებოდა მაგიდას შემოუვლიდა. თვითონაც იცის, რომ ამის გამბედაობა არ აქვს. ერთმანეთს სიტყვიერად დავუპირისპირდით. ვკითხე: რა გინდა შე პატარა მატლო? ის კი ყვიროდა: "პატარა ძუკნა, პატარა ძუკნა". თოფურიამ აღნიშნა, რომ გუნდელებმა გააშველეს და რომ არა მისი გუნდის წევრები თავს მომაძრობდა - ეს სიმართლე არაა". "ის ჩემი მომდევნო მეტოქეც კი არაა. ჩვეულებრივი, რიგითი ბიჭია. მასთან წარსულში სიტყვიერი დაპირისპირება მქონდა. ჩემი პოსტის გამო თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე, რატომ მიიღო შეურაცხმყოფლად, მაგრამ ბოდიში მოვიხადე და პოსტი წავშლე. თოფურია მაინც არ გაჩერდა. არ ვიცი ვიდეო, რატომ გაავრცელა. საკუთარი თავი სულელად წარმოაჩინა. სასაცილოა, ის ქართველიც კი არაა - ის ესპანეთში ცხოვრობს. პატარა სოსისო, ქართველიც კი არ ხარ. ჩემი გუნდის წევრები ჩემს გვერდით, რომ ყოფილიყვნენ არ მომიახლოვდებოდა. მარტო რომ დამინახა ჩემი დამცირება განიზრახა და კამერაც წინასწარ ჰქონდა ჩართული", - აღნიშნა პიმბლეტმა. 

სხვა სტატიები